вторник, 21 июня 2016 г.

დღეს 21 ივნისია ტრენინგის ბოლო, მეცხრე, დღე. ტრენინგით კმაყოფილი ვარ. შევისწავლე პრაქტიკული საკითხები, რაც ძალიან გამომადგება მუშაობის პროცესში. განსაკუთრებით საინტერესოა  ის, რომ სწავლების პროცესი არ უნდა ჩამორჩეს თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს და შერწყმული უნდა იყოს სასწავლო პროცესთან.სწავლების პროცესში მოსწავლეს უნდა გამოვაყენებინოთ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები, ინტერნეტრესურსები, დავეხმაროთ იდეების გენერირებაში და პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში, გავზარდოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით.
მადლობა ტრენერს. სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. 

понедельник, 20 июня 2016 г.

დღეს, 20 ივნისია, ტრენინგის მერვე დღეა. გავიგე რას ნიშნავს ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. ბევრი რამე ვისწავლე ისეთი, რომ ამის გამოყენება მოსწავლეს აუცილებლად დამოუკიდებელი ძიებისა და მუშაობის უნარებს გამოუმუშავებს.  მთავარია ჩვენ მასწავლებლებმა განვახორციელოთ პრაქტიკაში. ამიტ ჩვენი მუშაობაც გაადვილდება და მოსწავლესაც გაააქტიურებს.  

воскресенье, 19 июня 2016 г.

დღეს 19 ივნისია, ტრენინგის მეშვიდე დღე. გავეცანი შეფასების რუბრიკას. გავიგე, რომ არსებობს შეფასების რუბრიკების ბიბლოითეკა. შეფასების რუბრიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოსწავლისათვის თვლადი იყოს მისი შეფასების ქულები. მან უნდა დაითვალოს, თუ რა მიღწევისთვის რამდენი ქულა დაიმსახურა. გავეცანი აგრეთვე,როგორ მივაღწიო კლასში წარმატებას მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით. ამ მიზნით როგორ გამოვიყენო გარდნერისა და ბლუმის მატრიცა.

суббота, 18 июня 2016 г.

დღეს 18 ივნისია, ტრენინგის მეექვსე დღე. დღეს მოვირგე მოსწავლის როლი. ვიმუშავე პროექტზე მოსწავლის ხედვითა და შესაძლებლობებით. გავიგე, რომ მოსწავლის მიერ ამ გზით შესრულებული დავალება სახალისოა, უფრო საინტერესოა, ეძებენ უფრო მეტს, ცდილობენ მსმენელისთვის რაც შეიძლება საინტერესო გახადონ საკითხი. ამისათვის კი უნდა  მოიპოვონ ინფორმაცია ისეთი, რომელიც გასცემს პასუხს დასმულ შეკითხვებს რაც შეიძლება გარკვევით და თვალსაჩინოდ. ამასობაში კი მოსწავლე დახვეწს მის ცოდნას შესაბამისი თემის ირგვლივ.

пятница, 17 июня 2016 г.

დღეს 17 ივნისია, ტრენინგის მეხუთე დღეა. დავრწმუნდი, რომ ვარ ძველმოდური. ვაპროტესტებ ჩემს უყურადღებობას თანამედროვე მიღწევებისადი. კერძოდ არ ვიყენებდი ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს. დღეს ვისწავლე და გავიგე, რომ  სახალისო და საიონტერესოა უდავოდ. გარდა ამისა, მოსწავლეს მასწავლებელი ყველაფრის მცოდნე გონია და ასეთ საკითხებში მათ ჩვენზე მეტი იციან. მოსწავლეს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ, მასწავლებლები ასეთ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს ვიყენებთ და ჩავრთოთ ისინიც ჩვენთან კონტაქტში, რათა სასწავლო პროცესი წარვმართოთ მათ ,,ენაზე", რადგან ისინი გავხადოთ ,,იძულებული" ინტერნეტი და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებები გამოიყენონ სასწავლო მიზნებისათვის. ეს მიმართულლება მათ ჩვენ უნდა მივცეთ ნამდვილად.

воскресенье, 5 июня 2016 г.

დღეს 5ივნისს ტრენინგის მეოთხე დღეა. დღეს გავეცანი პროექტისშეფასების დროის ჩარჩოს. ეს ძალიან დამეხმარება მუშაობის პროცესში. დღემდე პროექტის შეფასება მეგონა მხოლოდ პრეზენტაციის შეფასება რუბრიკის გამოყენებით.

суббота, 28 мая 2016 г.

დღე პირველი

დღეს ტრენინგის მეორე დღეა. ვისწავლე, როგორ მოვამზადო ბუკლეტი, გაზეთი და სხვა, იმისათვის, რომ პიარი გავკეთო  ნამუშევარს. კარგია და სახლისო.


დღეს რტენინგის მესამე დრეა . ვისწავლე პროექტის დაგეგმვა. საკმაოდ მერთულა, მაგრამ მგონი შევძელი. დავრჭმუნდი, იმაშიც,რომ საქმე კარგად,რომ გამოვირეს აუცილებლად დეტალურად უნდა იყოს დაწერილი.






დღეს, 2016 წლის 28 მაისს, მოვედი ტრენინგის პირველ სამუშაო დღეს ძალიან უიმედო განწყობით. თავდაპირველად ტრენერთან მქონდა შესაბამისი რეპლიკებიც კი. მაგრამ ვცდებოდი. დავრწმუნდი იმაში, რომ ბევრი რამ არსებობს 21-ე საუკუნეში, რომლის აქტიურად გამოყენებით ჩვენს სამუშაოს უფრო სახალისოს გავხდით. განსაკუთრებით დავინტერესდი იმით, თუ როგორ ვაიძულოთ მოსწავლე, რომ ,,შემოესწავლოს" შესასწავლი მასალა. ეს ჩვენს მოხერხებაზეა დამოკიდებული, თუ რა პროექტს შევთავაზებთ მოსწავლეებს.